Marco Polo Gudauri

Marco Polo Gudauri გუდაური

სასტუმრო გუდაური მარკო პოლო აშენდა მთების შუაგულში, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთზე, ზღვის დონიდან 2196 მეტრზეა გადაჭიმული. 4 ვარსკვლავიანმა მაღალი დონის მომსახურებამ, დაფუძნებულმა ელეგანტურობის, ქართული ტრადიციებისა და მთებისათვის ჩვეული ხასიათის შერწყმაზე, სასტუმრო გუდაური მარკო პოლო აქცია იდეალურ სამთო დასასვენებელ-გასართობ ადგილად. ჩვენი სტუმრები უთუოდ მოიხიბლებიან სიმყუდროვით, სიმშვიდით და ამავდროულად მთის თავბრუდამხვევი, ენერგიული რითმითა და ართობის ვრცელი ასორტიმენტით, სასტუმროს ტერიტორიაზე თუ მის ფარგლებს გარეთ. 

სასტუმრო გუდაური მარკო პოლო ესაზღვრება სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასებს, რომლებიც ესადაგება ნებისმიერი მოთხილამურისა თუ სნოუბორისტის დონის მოთხოვნებს. სიმაღლეებზე ასვლა სრულდება საბაგირო გზის სამ და ოთხ ადგილიანი სავარძლების მეშვეობით.

ასტუმროში სულ არის 121 ოთახი: 67 სტანდარტული, 22 ნახევრადლუქსი, 24 ლუქსი, 8 სიუტი.

სასტუმროს ყველა ოთახი არის ნათელი და ამავე დროს მყუდრო, განკუთვნილი ადამიანებისათვის, რომელთაც მოსწონთ ცხოვრების მაღალი სტანდარტები. ოთახებში არის სასიამოვნო განათება, კომფორტული ავეჯი, მშვიდი დასვენებისთვის ყველა საჭირო პირობა.



სურათები
პარტნიორები